ტაილანდელი პარლამენტის წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მაშინ დააფიქსირეს, როდესაც იგი პორნო ვიდეოებს უყურებდა. რონატეპ ანუვატს ყურადღება უნდა მიეპყრო ბიუჯეტის საკითხზე, რომელსაც განიხილავდა პარლამენტი ხუთშაბათს სესიაზე, თუმცა ნაცვლად ამისა მან საკუთარ სმარტფონში გახსნა სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეოები, ფოტოები და 10 წუთის განმავლობაში უყურებდა. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, იმისათვის რათა პარლამენტარს კარგად დაეფიქსირებინა კადრები, პირბადე მოიხსნა
ფოტოებში ასახულნი არიან ქალები მოშიშვლებული მკერდით. ჟურნალისტებმა დაფიქსირეს კადრი თუ როგორ ახლოდან უყურებ პარლამენტარი ქალის გენიტალიებს. პოლიტიკოსმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უცნაური ბოდიში მოუხადა საზოგადოებას- მისი თქმით, ქალისგან მიიღო ერთ-ერთი აპლიკაციის კუთხეში თხოვნა დახმარებასთან და ფულთან დაკავშირებით, რომლის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა პორნო საიტზე.
რონატეპმა მედიას უთხრა, რომ მან დეტალურად დაათვალიერა ფოტოები იმისათვის რათა შეემოწმებინა იყო თუ არა ქალი საფრთხეში. მისი თქმით, იგი აკვირდებოდა გარშემო გარემოს შიშველი გოგონას ფოტოზე. მას შემდეგ, რაც რონატეპმა საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ მას ქალი რა სახის დახმარებას სთხოვდა, ყველა ფოტო წაშალა.
ნიუპოსტი
კომენტარები