პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან დასამტკიცებლად საჭირო 90 ხმა ვერცერთმა ვერ მიიღო.
პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.
საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიეღო. საბოლოოდ, უმრავლესობამ არცერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.
მმართველი გუნდის განცხადებით პროცესი უკვე მომავალ წელს, თავიდან დაიწყება.
კომენტარები