ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პარლამენტის შესაკრებად პრეზიდენტის მოწვევა საჭირო არ არის და დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში სხდომას სალომე ზურაბიშვილის თანხმობის გარეშეც ჩაატარებენ და ამბობს:
საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ წერია რომ პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების სხდომა უნდა შედგეს შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მეათე დღისა. ეს წერია კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის აქტი ვერაფრით გადაფარავს საქართველოს კონსტიტუციას. ვინც ერკვევა იურისპრუდიაციაში, რა თქმა უნდა, დაადასტურებს იმას, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია გადაფარავს პრეზიდენტის აქტს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე საპირისპიროს ამტკიცებს მას აქვს პრობლემა კვალიფიკაციასთან ან კეთილსინდისიერებასთან ან ორივესთან ერთად.
პარლამენტს არ ჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია, შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ. პარლამენტს სჭირდება ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ქართველმა ხალხმა მიანიჭა საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია. შეჯამდება არჩევნებს შედეგები აქედან მეათე დღეს გაიმართება საპარლამენტო სხდომა ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება.
რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიცია უარს იტყვის იმ მანდატებზე, რომელიც მას მიანიჭა საზოგადოების შესაბამისმა ნაწილმა, ამით ისინი მათ მხარდამჭერებს მიაყენებენ შეურაცხყოფას, თუმცა ეს მათი საქმეა.
კომენტარები