ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით.
ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა.
„პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა – პოლიტიკური შოუ“, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა:
„არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები