მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანის გამოსვლას ბოიკოტიდან გამომდინარე, კვლავ არ დაესწრება საპარლამენტო ოპოზიცია. შესაბამისად, მინისტრი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.
უმრავლესობის წევრების განცხადებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და საკითხი შეეხება ფინანსთა სამინისტროში გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს.
კომენტარები