საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა დღეს გაიმართება.
სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. მოგვიანებით კი ანგარიშში ასახულ საკითხებზე თეა წულუკიანი ისაუბრებს.
ცნობილია, რომ ოპოზიცია სხდომას არც ამჯერად დაესწრება, ისინი ბოიკოტს განაგრძობენ.
კომენტარები