“ოცნების” შეთავაზება ოპოზიციას – მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ “ოცნება” ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების გახსნაზე თანახმა არის, თუმცა საკუთარი პირობებით.
უმრავლესობის ლიდიერი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციას ასეთი ბაზების გახსნა სურს, მათ ან უნდა ითანამშრომლონა პროკურატურასთან ან პარლამენტში უნდა შევიდნენ და საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
აი, ასე, ქუჩაში გავყაროთ ეს მონაცემები?! ნებისმიერი, კონკრეტული ფორმატი შევიმუშავოთ, იქ, გავხსნათ, რაც გნებავთ.
შემობრძანდნენ, კომისია გავაკეთოთ ან ნებისმიერი ფორმატი, გინდ პარლამენტში, გინდ გამოძიებაზე მივიდნენ. გახსნან ყველა უბანი, ყველა უბანში ჩაყვნენ.
არ არის პრობლემა – მეთქი. საერთოდ არ მინდა, თქვენ გაიგოთ, რა დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე, სიტყვაზე. ჩემზე არ არის ლაპარაკი, ამომრჩეველზე. ვიყავი თუ არ ვიყავი, თქვენ რატომ უნდა მოგცეთ ინფორმაცია, ამომრჩეველმა, ვინ იყო და ვინ არა, უნდა ამოწმოთ?- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შევა, ეს ავტომატურად ნიშნავს არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარებას.
შეგახსენებთ, ბაზების გახსნაზე როცა იყო საუბარი, ოპოზიცია სთავაზობდა ოცნებას, რომ ბაზებში მოქალაქეს მხოლოდ თავისი მონაცემი ენახა, ანუ, ხომ არ მისცა ხმა ვინმემ მის ნაცვლად სხვა უბანზე, ან სხვა ქალაქში. მხოლოდ პოლიტიკოსებმა ნახონ ბაზები, ეგ შეთავაზება არ ყოფილა.
“არჩევნები არაკონსტიტუციურია” – გაყალბების 5 მეთოდი – “ეს არჩევნების დღეს გავიგეთ” – ვახუშტი მენაბდე
კომენტარები