პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ყოველწლიურ მოხსენებას არ დაესწრება “ევროპული საქართველო”.
“არ ვიცი მისი მოხსენება კიდევ ერთი ზიანის მომტანი იქნება თუ არა. ჩვენ ამას ყველა ვიხილავთ, უბრალოდ არ ვიქნებით დარბაზში”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას არ აპირებს ასევე “ნაციონალური მოძრაობა”.
“სალომე ზურაბიშვილი არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც საქართველოს აზიანებს განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარესზე, ასევე ბევრი სკანდალური უკავშირდება მას ქვეყნის შიგნით, როგორიცაა, მაგალითად შეწყალებები.
არ გამოვრიცხავ, რომ პროტესტიც კი არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 4 მარტს წარსდგება.
კომენტარები