„სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება და ამბობს:
„ის, რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, არის ცრუ საქმის და ცრუ საქმიანობის ანგარიში, თითქოს 298 კანონი მივიღეთ და ამით ქვეყანა განვითარდა. მიღებული კანონების სტატისტიკით თავმოწონება ცრუ საქმე და სირცხვილია მაშინ, როდესაც ყოველი მესამე მოქალაქე მზად არის ქვეყნიდან გაიქცეს, წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია ინფლაციამ, სიღარიბემ, ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და დიდია ალბათობა, რომ დავკარგოთ ქვეყნის ევროპაში გაწევრიანების შანსი.
როცა ხელისუფლება ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, მოქალაქეების ვალია ჩვენ მოვთხოვოთ და ვაგებინოთ პასუხი.
არ შეიძლება ადამიანის წამება და მოკვდინება პოლიტიკური ცხოვრების წესად ვაქციოთ, არ შეიძლება დროებითი ვითომ კეთილდღეობის სანაცვლოდ ქვეყნის ღალატი იქცეს ნორმად. თუ ჩვენ ამას შევეგუებით და არ გვექნება პროტესტი, ჩვენ არ ვიქნებით ნეიტრალური დამკვირვებლები, არამედ გავხდებით თანამონაწილეები ამ ყველაფრის, რადგან დავუშვით და შევეგუეთ ამას”.
კომენტარები