პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” კიდევ ერთ რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია დღეს აპირებს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მმართველ პარტიას უფლება ექნება აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის ხმის გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და კარვების გამოყენება აკრძალოს.
კომენტარები