პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რასაც “ლელოს” წევრების, საბა ბუაძის, თაზო დათუნაშვილის და ირაკლი კუპრაძის დაკავება მოყვა.
აქტივისტები, ღარიბაშვილის მომავალ პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში, საპროტესტო ტალღა გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს აქტივისტებმა და “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვის გადატანა პარლამენტის შენობის წინ სცადეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 20 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე.
კომენტარები