ვადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, ამოწურულია. როგორც მოსალოდნელი იყო მთავრობა არ გადადგა, შესაბამისად ახალი საპროტესტო ტალღა იწყება ლოზუნგით, “შინ ევროპისკენ”.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირი ხალხითაა სავსე. გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობაც. სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა. სახალხო მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
სახალხო მოძრაობის წარმომადგენლები დღეს სცენიდან გაახმოვანებენ სამოქმედო გეგმას.
პარლამენტთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
ვიდეო – მთავარი არხი
კომენტარები