ხმაურია ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ისინი ირაკლი შოთაძის გენერელაურ პროკურორად ხელმეორედ არჩევას აპროტესტებენ.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ბოტასები და ბანერები, რომელსაც პალრამნეტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირზე აკრავენ.
ადგილზე რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ძიძგილაობას. აქციის მონაწილეთა თქმით, მათ შენობაში შესვლა და პოზიციის დაფიქსირება სურთ. დაშვებულია შესაბამისი საშვები, თუმცა ამის მიუხედავად სამართალდამცავები და უსაფრთხების სამსახურის წარმომადგენლები მათ საკონონმდებლო ორგანოში არ უშვებენ.
კომენტარები