თბილისში, პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციას უკრაინის მოქალაქეები მართავენ, მათ საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
„დღეს ძალიან რთული დღეა, ეს ყველაფერი დაიწყო თებერვლიდან. მე დღეს უკრაინის სხვადასხვა ოლქებში ახლობლებთან დაკავშირებას უშედეგოდ ვცდილობ. ისინი ელექტროენერგიის, ინტერნეტის გარეშე არიან. ეს თებერვლიდან მოყოლებული ყველაზე რთული დღეა. დღეს ეს უკრაინაში მოხდა, ვინ იცის რომელი ექნება შემდეგი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა უკრაინელმა მონაწილემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
10 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
კომენტარები