პარტია, რომელიც მეტ ქალს შეიყვანს მომავალ პარლამენტში, მეტ დაფინანსებას მიიღებს – ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნება“ ახალი ინიციატივით გამოდის, რათა 2020 წელს არჩეულ პარლამენტში მინიმუმ 30 ქალის ყოფნა უზრუნველყოს.
ამის შესახებ „2020NEWS“-თან „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კოსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა:
პარტიებს ვალდებულება ექნებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ. ხოლო რაც შეეხება 2021 წლის საკრებულოს არჩევნებს, პარტიებს დაევალებათ, პარტიული სიის ყველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი წარადგინონ.
უფრო მეტიც, ამ ვალდებულებების გარდა, მმართველი პარტიის ახალი ინიციატივის მიხედვით, პარტია დამატებით საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას საარჩევნო სიის ყოველი მესამეულში განსხვავებული სქესის წარმომადენელი ეყოლება წარდგენილი.
“ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის სავალდებულო იქნება პარტიულ სიებში ოთხიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაძლოა, იყოს სამი მამაკაცი – ერთი ქალი, ან სამი ქალი – ერთი მამაკაცი ან ორი ქალი – ორი მამაკაცი.
იმ შემთხვევაში, თუ პარტიას საარჩევნო პარტიულ სიებში ეყოლებათ არა ოთხიდან ერთი, არამედ სამიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი შეყვანილი, მაშინ ის მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსების დამატებით კიდევ 30%-ს. ეს არ არის ისეთი კატასტროფული ვალდებულება, რომლის შესრულება პარტიებს გაუჭირდეთ“
კვოტირებების მომხრე არ ვარ, რადგან ის გარკვეული ვითარების ხელოვნურად უზრუნველყოფაა. ნებისმიერ საქმეში უნდა იყვნენ ჩართული ის ადამიანები, რომლებსაც უკეთ შეუძლიათ საქმის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომელ სქესს წარმოადგენენ.
კვოტირებები გამოიყენება ხოლმე, როცა შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივი, ბუნებრივი წესით, უზრუნვლყოფა წარომადგენლობებისა. გავიმეორებ, არ ვარ კვოტირებების მომხრე, მაგრამ თუ გადავხედავთ საქართველოში არსებულ პრაქტიკას, კვოტირების გარეშე შეუძლბელი ხდება მეტ-ნაკლებად თანაბარი წარმომადგენლობა ქალებისა და მამაკაცებისა ამა თუ იმ წარმომადგენლობით ორგანოში“
როგორც სააგენტოსთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მმართველი პარტია აღნიშნულ ინიციატივას – საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტში, საჯაროდ, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ გამოიტანს. ამ ეტაპზე კი, ამ საკითხის განხილვა ოპოზიციურ პარტიებთან ვიდეოკონსულტაციების რეჟიმში მიმდინარეობს.
კომენტარები