არჩევნების შედეგით “ნაციონალური მოძრაობა” წარსულში დაბრუნდა – ასე აფასებს “ლელო” ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას. ოპოზიციის ნაწილი პარტიასთან თანამშრომლობას აღარ გეგმავს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვლი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობის მიზანს ვერ ხედავს.
“პარტია, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ მასთან თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ. რაც შეეხება მომავალში როგორ განვითარდება პროცესები და თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალური ცვლილება არის და მომავალზე ორიენტირება არის, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას პარტიაში, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში, სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა არ ვხედავ,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
„რუსთავი 2“
კომენტარები