“ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პარტიამ გადადგა უკან ნაბიჯი დღევანდელი გადაწყვეტილებით. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. ჩემთვის, პირადად, ისე, როგორც ძალიან ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი – ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. დასასრულს გეტყვით, რომ ჩემს პარტიაში არ ვეთანხმები ახალი მმართველობის არჩეულ კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას ყველა შესაძლო დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც ჩამოყალიბებული იქნება არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ.”
კომენტარები