პარტია “ლელო” საქართველოსთვის ლიდერები ფიქრობენ, რომ “ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაში უნდა გადავიდეს. დღეს პარტიამ ლიდერთა სათათბირო სხდომა გამართა.
ხაზარაძე ენმ-ს თან რაიმე სახით ერთობას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს:
“იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი და ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი არის ღია. ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს ყვითელი და სახელი, ეს არის ტექნიკა და ამაზე შეგვიძლია კომპრომისზე წავიდეთ. რაც ბოლოს ნაციონალურ მოძრაობაში განვითარდა ცვლილებები და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან იმ 9 წლიან მოძრაობასთან, კერძოდ მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ დიდ პოტენციალს საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიმპლომატებთან და სტუდენტებთან, რომელსაც უნდათ აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში”.
კომენტარები