Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 32%
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
- კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
- გახარია – საქართველოსთვის – 11.9%
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.9%
- ლეიბორისტული პარტია – 5%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%
- ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%
- სხვა პარტიები – 0.3%
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
კომენტარები