საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, ვინც შეძლო მოსვლა, ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა ქუჩაში, ხალხი გამოდის სპონტანურად, მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, ახლა აღარ არის დრო იმისი, აი, მე ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა, ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით, მე ვიქნები ამათთან ერთად, იმდენად რამდენადაც იქნებიან ერთიანი. მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ სთხოვს მათ, ერთ პარტიად იყონ, ღმერთმა დაგიფაროს ერთპარტიულობა. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა, მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პირი, რომელსაც აქვს უფლება დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და ვაპირებ ბოლოდე ვიდგე აქ.
კომენტარები