“ნაციონალურ მოძრაობაში” გადაბარების პროცესი ვერ იწყება. ლევან ხაბეიშვილს მუშაობა პრაქტიკულად ცარიელ ოფისიში უწევს. ყველა პარტიული თანადებობა ნიკა მელიას ფლანგმა საკუთარი სურვილით უკვე დატოვა.
ხაბეიშვილის ფლანგი ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასულები მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.
ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარის მხარდამჭერი, ლაშა ფარულავა, თანაგუნდელებს წყენების დავიწყებისკენ მოუწოდებს და მათ ურჩევს, ტომარაგადაკიდებულები პარტიიდან ნუ გაიქცევიან.
განაწყენებული თანამებრძოლები ჩადგნენ რაღაც პოზაში, ჩასაფრდნენ და კენჭების სროლა დაიწყეს. ეს არასწორია და აზიანებს პარტიას. ლევან ხაბეიშვილი ითხოვს ერთიანობას და მიხეილ სააკაშვილი თავისი წერილით, რომ პოტენციალი თუ ვინმეს აქვს “ნაციონალურ მოძრაობაში”, ნამდვილად აქვს ლევან ხაბეიშვილს. ამიტომ, თანამებრძლებს მოვუწოდებ, გადავდოთ ეს პიროვნული დაპირისპირება გვერდით და ნუ გავიქცევით ტომარაგადაკიდებულები პარტიიდან – ამბობს ლაშა ფარულავა.
„ტვ პირველი“
კომენტარები