სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე:
“ნიკა მელიას რომ ცოცხალი თავით არ ეთმობა პარტიის თავმჯდომარის სკამი, ეს ყველასთვის ნათელია, მან თავის “პოლიტიკურ მაქსიმუმს” მიაღწია ცხოვრებაში და იმიტომ!
აი დანარჩენები რა ნამუსით “აპრავებთ” ამ ჭაობს მართლაც საკვირველია!
რა პარტიულ მუშაობაზე და ბრძოლაზე საუბრობთ საერთოდ არ გრცხვენიათ?!
ხშირად ნათქვამი თემები რომ არ გავიმეორო, ორი ფაქტის მოყვანაც კი საკმარისია, ამ კატასტროფის ლუსტრაციისთვის:
1) ქუთაისის პარტიის თავმჯდომარე, ბესო ბეგაძე, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარული ოლქი მოიგო და საკრებულოს წევრი გახდა, ემიგრაციაში წავიდა რამდენიმე თვის წინ!
2) ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლაშა კილაბერია, რომელიც ნაცმოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე იყო საკრებულოში, ისიც ემიგრაციაში წავიდა დაახლოებით თვე ნახევრის წინ!
ანუ, საქართველოს ორ ყველაზე დიდ ქალაქში (თბილისის შემდეგ), პარტიის ორი საკვანძო ფიგურა ისე წავიდა ემიგრაციაში (რიგით აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე აღარც ვისაუბრებ, ათასობით არიან) არავის უკითხავს, რატომ, რა მოხდა და ა.შ
ეს არის დიაგნოზი სწორედ, რომ სრული უპერსპექტივობა და ნიჰილიზმი დაითესა ამ პარტიაში ხელმძღვანელობის მიერ ბოლო წლებში, რომელიც სამწუხაროდ “წაგებას შეგუებული” ხალხისგან შედგება, ამიტომაც ვერასდროს დაამარცხებენ რუს ოლიგარქს!
#ცვლილებებისდროა
#დებიძინიზაცია
#თავისუფლებამიშას”
კომენტარები