ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32.4%-მა ქართული ოცნება/ხალხის ძალა დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 17.3%-მა, ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობა კი – 12.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
- საქართველოსთვის (გიორგი გახარია) – 11.2%
- კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა) – 9.9%
- გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.2%
- ლეიბორისტული პარტია – 3.3%
- პატრიოტთა ალიანსი და ალტ-ინფო – 2.6%
- მოქალაქეები – 2.2%
- ევროპული საქართველო – 1.9%
- სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 0.9%
- სხვა – 0.3%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2024 წლის 11-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
კომენტარები