თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ელისო ბოლქვაძის
მდინარაძის თქმით, პარლამნეტში ხშირად იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები და ყოფილა შემთხვევა, როცა პიანისტიც კი მიუწვევიათ.
„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს, თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით, პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს.
ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვთ, „ფეისბუქზე“ პარტიულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები