„ჩვენ ვაგრძელებთ სისტემურ და დიდ პროექტებს, სადაც როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კონტრაქტორები არიან ჩართული“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ბევრი კომპანია გაჩერებულია, ვინაიდან არ აქვთ გავლილი შესაბამისი შემოწმება, თუმცა პროცესი დაწყებულია.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა დააკმაყოფილა მოთხოვნები. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებმაც წარმატებით ვერ გაიარეს შესაბამისი პროცედურა.
„სამწუხაროდ, გლობალური კრიზისის პირობებში, ჩვენი ეკონომიკა ზიანდება ტურიზმის, საერთაშორისო გადარიცხვების და ა.შ. აქტივობების შეზღუდვით, ამ ფონზე კი ჩვენი პარტნიორები ხედავენ თუ რამდენად თანმიმდევრულად და წინდახედულად ვმოქმედებთ ეპიდემიის გამკლავების ნაწილში და რამდენად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის. ამიტომ მათ აქვთ საფუძველი, რომ მყარად იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ მალე გავუმკლავდებით ვირუსს და დავუბრუნდებით აღმავალ ტენდენციას. საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილი დღესაც აქ, საქართველოშია, განაგრძობენ უსაფრთხოდ მუშაობას და 24-საათიან რეჟიმში გვეხმარებიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“
კომენტარები