გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი საქართველოს მთავარ პარტნიორს “მხდალს” უწოდებს და ამბობს, რომ პრემიერს დიპლომატიაც არ სჭირდებოდა გუშინდელი განცხადების დროს, წერს, რომ მოქალაქეები, ვინც პრემიერის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან, გონს უნდა მოეგონ, ქვეყნიდან გაქცევა რომ არ მოუწიოთ უკრაინელებივით და გონს უნდა მოეგონ, “სანამ რუსული ჩექმა მოხვდებათ ცხვირ-პირში.”
ბადაშვილის ამ განცხადების პარალელურად კი, უკრაინაში რიგი დგას იარაღის დარიგების ადგილებთან, რიგია სისხლის ჩაბარების ცენტრებში, უკრაინელი ქალები, თავშესაფრებში აჩენენ ჩვილებს და უკრაინის მთავრობა დახმარებას სთხოვს წითელ ჯვარს, რუსი ჯარისკაცების ცხედრების რუსეთში გადატანაში.
ის ნინო გიორგობიანს იმ სტატუსს უკომენტარებს, რომელიც გიორგობიანმა ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებების შემდეგ დაწერა – “…ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის…”
ბადაშვილის კომენტარი:
“ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა სიმართლე ოღონდ ძალიან პირდაპირ და არავის დაუმალა და არც დიპლომატია იყო საჭირო, პრემიერია და ქვეყანაზე ზრუნავს იმისთვის რო ხვალ, თქვენ ვინც ეხლა პროტესტს გამოთქვამთ გასაქცევი არ გახდეთ ქვეყნიდან, როგორც უკრაინის მოსახლეობის 90% გაიქცა ლვოვის გავლით პოლონეთში.
რა სანქცია უნდა გამოვიყენოთ რა უნდა ქნას ქვეყანამ ღვინო აღარ გაყიდოს, მანდარინი თუ ფულად გზავნილებზე უნდა თქვას უარი? რატომ გვაქვს ამხელა ამბიცია?
მოდი დაფიქრდით 3.5 მილიონიან ქვეყანას რა სანქციის თავი გვაქვს და მერე ვილაპარაკოთ. ჩვენც არ მოგვწონს და გვეზიზღება ოკუპანტი რუსეთი, მაგრამ როცა მთავარი პარტნიორი მხდალი გყავს და უიმედოდ ხარ, შენ თავი ხელში უნდა აიყვანო და ზედმეტი არ წამოგცდეს.
განვიხილოთ მეორე მაგალითი გამოსულიყო პრემიერი და ეთქვა დავადებთ რუსეთს სანქციებს, ვაგინებთ დამპყრობელს, იმპერიალისტს, სატანის მოციქულს და ბოლოს და ბოლოს დაწყევლიდა მაინც, რას მივიღებდით? 2 დღეში აღებულ თბილისს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს შეშფოთებულებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაწყოფილებს და დახოცილ სამხედეოებს (თქვენზე მაგარ და ვაჟკაც ბიჭებს ვინ ეხლა აქციებს მართავთ მგლოვიარე დედებს) გაგახსენებთ რომ ჩვენმა სამხედეოებმა 5-6 დღე იომეს და უკრაინამ 45 მილიონიანმა ქვეყანამ ფაქტობრიბავ 3 დღე. თქვენ არცერთს ეტყობა თქვენი შვილი ომის წინა ხაზზე არ გაგიშვიათ არ იციც ეგ სიმწარე შვილის, ძმის, მამის დაკარგვის ამიტომ ვერ ხვდებით, გონს მოეგეთ თქვენ ემოციებით ხართ შეპყრობილი, მთავრობა სწორედ მოქმედებს ამ შემთხვევაში და აცადეთ სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ ცხვირპირში!”
“წაიღეთ ცხედრები, რუსეთში უნდა იცოდნენ, რამდენი რუსი ჯარისკაცის გვამია უკრაინის მიწაზე” – უკრაინა
კომენტარები