ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
„პასუხი კითხვაზე რატომ ზეიმობს ორივე მხარე და რატომ არ ვიცით ჯერ ვინ არის გამარჯვებული: ვის აქვს მთავრობის დაკომპლექტების უფლება?ახალი კანონმდებლობით, მთავრობის დაკომპლექტების უფლება აქვს პარტიას, რომელიც პროპორციულ არჩევნებში მინიმუმ 40.5 პროცენტს მიიღებს. თუ პარტიამ ამ პროცენტზე ნაკლები აიღო, მას ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირების უფლება არ აქვს იმ შემთხვევაშიც კი, ყველა მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს.თუმცა, 40.5 პროცენტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ისეთი უმრავლესობის მოპოვებას, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვის არის აუცილებელი. 40.5 პროცენტი პროპორციული სიით მხოლოდ 48 ადგილს უზრუნველყოფს, ხოლო, იმისთვის, რომ 150 დეპუტატიანმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცოს, საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა – 76 მანდატი. ანუ, პარტიას, რომელიც 40.5 პროცენტიან “ბარიერს” გადალახავს, დამატებით 28 მანდატი დასჭირდება იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ეს 28 მანდატი ან მაჟორიტარული ოლქებიდან უნდა მიიღოს ანაც სხვა რომელიმე პარტიასთან კოალიციაზე უნდა იფიქროს.“
კომენტარები