კრეისერ „მოსკოვის“ ბედი ადასტურებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს გააჩნიათ აუცილებელი საშუალებები ზღვაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად – რუსეთის მუქარას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით პასუხობს და ოკუპანტს აფრთხილებს:
“უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აფრთხილებს, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება ჩათვალოს სამხედრო ტვირთის გადამზიდად.
გარდა ამისა, 2023 წლის 20 ივლისის 05:00 საათიდან, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკრაინის ქერჩ-იენიკალის სრუტის რაიონებში გადაზიდვა აკრძალულია. მეზღვაურებისთვის შესაბამისი სანავიგაციო ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.” აცხადებს უკრაინის თავდაცვა.
შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი სამოქალაქო გემებს ემუქრება. გუშინ თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შავ ზღვაში, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან, 20 ივლისიდან, სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად განიხილება, ხოლო ქვეყნები, რომელთა დროშის ქვეშ გემები გამოჩნდებიან, კონფლიქტში ჩართულ მხარეებად.
კომენტარები