შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, გოგა რაზმაძე, რომელიც ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა და რომლის საქმეზეც გამოძიებაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არ დაიწყო, წერს:
მინდა გამოვეხმაურო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სრულიად სამარცხვინო განცხადებას.


მე თქვენთან უარი განვაცხადე ,,სამართლებრივ’’ აბსურდში მონაწილოების მიღებაზე, რადგან გამოძიება არ იყო დაწყებული (მოვითხოვე გამოძიებს დაუყონებლივ დაწყება, რადგან საკმარისზე მეტი ინფორმაცია მოგაწოდეთ ჩემი წერილობითი განცხადებით).

კერძოდ, 2023 წლის 9 აგვისტოს მომწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, რომელმაც მთხოვა დაკავშირება. მე მას ავუხსენი მიზეზები, რის გამოც მასთან საუბარს ვერ შევძლებდი და ვთხოვე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება (რომლისთვისაც არ დაურეკავთ).
თუ თქვენ რეალური სამართლებრივი პროცედურები გაინტერესებთ, 2 ადვოკატი მყავს და შეგეძლოთ რომელიმესთვის დაგერეკათ.
მაღალი საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად, სტატუსს თან ვურთავ გამომძიებელთან მიმოწერას, რომელმაც ჩემი თხოვნის მიუხედავად, არც კი დაურეკა ადვოკატს (კიდევ მე არ ვთანამშრომლობ გამოძიებასთან თუ თქვენ ჩემთან?)




ასევე, მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მივმართო (წერილობით მიმართული მაქვს):
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის უარი გამოძიების დაწყების თაობაზე უხეშად არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნებს.
გამოძიების დაწყება არ არის საგამოძიებო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება. ჩემს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამ მუხლთან:



კოდექსის 143 ტერცია მუხლთან, ვინაიდან დავით მინდიაშვილი მამცირებდა მთელი სამი საათის განმავლობაში, ლახავდა ჩემს პატივსა და ღირსებას და მაიძულებდა დამეწერა ახსნა განმარტება, რამაც მე მომაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი ჩემს განცხადებაში მითითებულ გარემოებებში არათუ სამი, ვერც ერთი დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.
გამოძიების დაწყებაზე უარის თქმით, თქვენმა სამსახურმა არა მხოლოდ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც გაკისრებთ გამოძიების დაწყებას ავალდებულებს, დიდი ალბათობით მოსპო დავით მინდიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, ვინაიდან ამ მტკიცებულებებზე უკვე ხელი მიუწვდება სწორედ დანაშაულის ჩამდენ პირს რომელიც არათუ ჩამოშორებულია საქმიანობას, ამ ეტაპზე
გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია


ამ საქმეზე გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა/აქვს არსებითი მნიშვნელობა.
მაღალია ყველა იმ მტკიცებულების განადგურების საფრთხე, რომელიც დაადასტურებს ჩემს მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტს (მაგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში არსებული ვიდეო კამარების ჩანაწერები, სადაც ზუსტად იქნება ასახული ჩემი შესვლის და გამოსვლის დრო, სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები).
ჩემთვის გაუგებარია რა გარემოებები შეაფასა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და დანაშაულის რომელი ნიშანი დააკლდა გამოძიების დასაწყებად.
პასუხი, რომელიც მე მივიღე დაუსაბუთებელია. შეფასების პროცესი კი სრულად აცდენილია სისხლის სამართლის კანონმდებლობას.
საქართველოს კანონი ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის პრინციპებს:






კონფიდენციალურობის დაცვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოვუწოდებ, კანონით გათვალისწინებული წესით წერილობით მიპასუხოს ჩემს განცხადებაზე და ნუ მიგზავნის კვლავ გაურკვეველ პროცედურებში ჩართვის მიზნით იგივე
პირს, რომლის გადაწყვეტილება მასთან გავასაჩივრე.

მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით. გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.
კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია -ს.
კომენტარები