მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართავს.
“ღია წერილი პენიტენციალური სამსახურის ხელმძღვანელს მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი – ჩემი შვილი უკვე მე-8 თვეა არის პატიმრობაში, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ) პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს!
გთხოვთ გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არ ნახვისა.
მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა”
კომენტარები