საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩვენი მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით იყო ობიექტური. რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს და არ მსურს დეტალებში წასვლა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა, თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური.
იყო 2-3 დღე, როდესაც 144-ზე ზარების რაოდენობა გადასცდა 300 000 – ს, ამ ნაკადის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც იდეა მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის იარსებებს და გახდება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, არამხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ შემდგომშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
“ალია” – ჩვენ ამ წუთებშიც ვცადეთ 144-თან დაკავშირება – ავტომოპასუხემ გვიპასუხა – ამჟამად, ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მოგვიანებით და გაითიშა…
კომენტარები