ალერგოლოგი, ინფექციონისტი, ბიძინა კულუმბეგოვი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“უვაქცინობის ფონე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი და ეს მიმაჩნია არასწორ გადაწყვეტილებად, ჯერ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში მინიმუმ 100 000 ადამიანი მაინც აცრილი, რომ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ამან შეიძლება უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების შემოღების საჭიროება დააყენოს. ვაქცინა არ შემოდის ამ ეტაპზე და ეს უშუალოდ კოვაქსის პრობლემაა, მაგრამ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებია მეტი აქტიური ქმედებები იგივე კოვაქსთან.
აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და ბუნებრივა, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ადამიანებს ამის გამო, ვაქცინაციის დაგვიანების ყოველ დღე ითარგმნება ადამიანების სიცოცხლეში. “
კომენტარები