6 დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობდა რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის შეწყვეტის საჭიროება ჯერ არ დგას და საუბრობდა დისკრმინაციაზე:
“მინდა, შევეხო ერთ საკითხს. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ საკითხებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს დაუშვებელია, რომ სადმე ჩვენ გვქონდეს მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა, ვისაც აქვს სინგაპურში, კორეაში, იტალიაში ან სხვაგან მოგზაურობის ისტორია“
6 დღის წინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საფრთხეზე, ამირან გამყრელიძე საუბრობდა იმაზე, რომ იტალიაში ნამყოფ ადამიანს, არათუ, არ უნდა მოვერიდოთ, იმის თქმა მისთვის, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოს – დისკრიმინაციაა.
ჩვენ კი, მტრები ვიყავით, ვინც ადამიანებს ურჩევდა სიფრთხილე გამოეჩინა.
პარალელურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ეს ვირუსი არ კლავს და არც ისე სახიფათოა, როგორც ვხატავთ. ახლა ის ხალხი, ვინც სიფრთხილე არ გამოიჩინა, რადგან ასე ურჩევდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი – შეუგნებლები ყოფილან.
პაატა იმნაძემ განაცხადა დღეს – „არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს”
არ ყოფილა ანუ დისკრიმინაცია და სიფრთხილის საჭირო ზომები ყოფილა, ხო?
პასუხს ვინ აგებს იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებსაც განსხვავებულ ინფორმაციებს ვაწოდებთ, ბატონებო?
პ.ს. კერძო ბაღები, ისევ ისე განაგრძობენ მუშაობას ამ ეტაპზე.
ალია
კომენტარები