ჟურნალისმა ვახო სანაიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა და პირველად გამოეხმაურა იმ ადამიანების კრიტიკას, რომლის საფუძველიც წლების წინ მისი მეორე მეუღლის, ჟურნალისტ ნათია გაბუნიას სკანდალური “ფეისბუქსტატუსი” გახდა. მაშინ საზოგადოების ნაწილი ცნობილ ტელეწამყვანს მეორე მეუღლის ღალატსა და მესამედ ჩუმად ქორწინებაში ადანაშაულებდა. როგორც ვახო სანაია ამბობს, მესამედ შეუღლებისას ჟურნალისტს მეორე მეუღლესთან ურთიერთობა გარკვეული და დასრულებული ჰქონდა.
“პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი ძალიან კარგად არის ჩემთან და ჩემ ოჯახთან, დედასთან… მამაჩემზე გიჟდებოდა სამივე ცოლი. მოკლედ, პატარა ბრაზილია მაქვს მოწყობილი საქართველოში. შვილებიც ერთმანეთზე გიჟდებიან ყველანი…
…ამ პოსტს არასდროს გამოვხმაურებივარ… გადაცემისთის ვემზადებოდი, საერთოდ არ ვიცოდი რა ხდებოდა… ერთ დღეს უცებ მომდის მესიჯები, ვიღაცეები მწერდნენ და მამხნევებდნენ… ვერ მივხვდი რას მწერდნენ… მერე ჩამიგდეს “სქრინი”… თურმე, ჩემმა მეორე ცოლმა დაწერა სტატუსი, ნუ მწერთო ამდენ რაღაცასო, ჩემი ქმარიო წავიდაო და მე რომ არ ვიცოდი, ისე მოუყვანია მესამე ცოლიო… ცოტა ბუნდოვანება იყო იმ სტატუსში და ემოციურად იყო თან დაწერილი…”, – აცხადებს ვახო სანაია.
როგორც ჟურნალისტმა გაიხსენა, მესამედ ხელმოწერის შემდეგ მეგობრების ვიწრო წრეში რესტორანში აღნიშნავდა, როდესაც ვიღაცამ თავის ახალ მეუღლესთან ერთად ფოტო გადაუღო და ყოფილ ცოლს გაუგზავნა, სწორედ ამან გამოიწვია მისი ემოციური ფონი და ნახსენები სკანდალური “ფეისბუქსტატუსი”.
“შთაბეჭდილება შეიქნა, რომ მეორე ცოლი რომ მყავდა, მაგ დროს სახლიდან გავედი და მესამე ცოლი მოვიყვანე და მეორე ცოლმა გაიგო “ფეისბუქით”… რომ გინდა რაღაც კარგად გამოგივიდეს და კოშმარულად გამოგივა, ეგ დამემართა. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მესამედ რომ ვიქორწინე, მანამდე დამთავრებული მქონდა ყველაფერი… მაგრამ როგორ უნდა ამეხსნა ეს ამდენი ხალხისთვის, მითუმეტეს, როდესაც ჩემმა ყოფილმა ცოლმა ასეთი სტატუსი დაწერა… ახლა თვითონაც ხვდება, რომ დიდი შეცდომა იყო ამ სტატუსის დაწერა, მაგრამ რას ვიზამთ, ახლა გადასარევი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთთან”, – აღნიშნა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა მესამედ 2019 წელს იქორწინა, მისი მეუღლე სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია. წყვილს საერთო ვაჟი, სანი ჰყავთ. ვახო სანაიას პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი – ერთი.
კომენტარები