ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ყოფილ თანამებრძოლებს ღიად უპირისპირდება:
,,მე ხომ ზუსტად ვიცი, ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. აი დეტალებში აქვთ მოყოლილი, გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თავადაც კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მოტანილი ინფორმაცია აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის. პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა. პირისპირ ნებისმიერ ჟურნალისტთან, ნებისმიერ გადაცემაში, თუნდაც ხვალ ამ პატარა მშიშარა, კორუმპირებული ბიჭების დასაცავი გახდა და იცოდეთ ერთი რამ, ეს პატარა, მშიშარა ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეუქმნან ისეთი აღქმა, რომ არ გამოვიდეს, არ დაჯდეს და ხალხს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, პირისპირ არ ელაპარაკოს, რადგან მათი უსუსურობა, მათი კორუმპირებულობა ნათელი გახდება“
კომენტარები