ფოტო: სპეციალური საგამოძიებო სამსახური
პატიმარი გ.ს., რომელმაც, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, გარდაიცვალა, – ინფორმაციას კავკასიის მედიცინის ცენტრი ადასტურებს.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში 20 აგვისტოს მომხდარი შემთხვევის შემდეგ, დაჭრილი პატიმარი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
ესკორტის ოფიცერი ვალერი გოზალიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს.
კომენტარები