ადვოკატის ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, გია ჯვარშეიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ილონა დიასამიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯვარშეიშვილი პატიმრობაში აღარ იმყოფება, თუმცა ის კლინიკაში რჩება.
მილიციას მობეზრდა Gia Jvarsheishvili-ის უშინაარსო პატიმრობა, რაც გრძელდებოდა თითქმის 24 საათი და გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
გია საავადმყოფოში რჩება, თუმცა პატიმრობაში აღარ იმყოფება, თავისუფალია!, – წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ შშმ პირების უფლებადამცველი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. ვიდოკადრებით დგინდება, რომ პოლიციამ აქციაზე მიმავალი გივი ჯვარშეიშვილი წააქცია, ძირს დაგდებულზე კი იძალადა. კადრებში ჩანს, რომ ჯვარშეიშვილი შველას ითხოვს, მაგრამ ძალოვნები მასთან არავის უშვებენ.
ჯვარშეიშვილი რუსთაველის გამზირიდან ჯერ დიღმის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ზიანის გამო მისი იზოლატორში შეყვანა ვერ მოხერხდა. პოლიცია იძლებული გახდა, სასწაფოსთვის გამოეძახებინა. ასე მოხვდა დაკავებული ალადაშვილის კლინიკაში. ნაცემ უფლებდამცველს სისხლჩქცევები აღენიშნება და ფოტოებზე აშკარად ჩანს ცემის კვალი.
კომენტარები