კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება. ბუაძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.
ჩემი განწყობის გალამაზებაზე დილიდან იზრუნა ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დამიბარა.
ამ “პატიოსან” მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე.
ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან რა ნაბიჯები გადაიდგა აღჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?, – წერს საბა ბუაძე
კომენტარები