პარლამენტის თავმჯდომარე სამდღიანი დუმილის შემდეგ ადასტურებს, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეწყალებემდე სალომე ზურაბიშვილს მასთან კომუნიკაცია ჰქონდა.
“პრეზიდენტმა რთული გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ შექმნილიყო ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისი. უფრო სწორედ კრიზისის იმიტაცია.
ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლო ამ ორი დამნაშავის კანონის ფარგლებში გამოშვება და ოპოზიციის შორსმიმავალი გეგმების და პოლიტიკური ავანტიურის ჩაშლა – იყო პრეზიდენტი. ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, – ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი. ”-
“ქართული ოცნების” სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ ოარუაშვილ-უგულავას შეწყალებიდან ერთ საათში თქვა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან, მმართველ პარტიას კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგიდან გაიგეს. გუშინ კი სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციის ლიდერების შეწყალების გაჟღერებამდე, ქართული ოცნების ლიდერები და ივანიშვილი წინასწარ გააფრთხილა.
ინტერპრესნიუსი
კომენტარები