ყოფილი მაღალჩინოსანი, კახა ლომაია:
“პატივცემულო ოპოზიციონერებო, უმორჩილესად გთხოვთ ერთმანეთისგან გაარჩიოთ მთავარი და არამთავარი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, რომ ზოგიერთი თქვენგანი ამბობდა, უნდა შევიდეთო. ზოგიერთი სხვა ამბობდა, არ უნდა შევიდეთო. ხელი მოვაწეროთო, ან ხელი არ მოვაწეროთო. ეს ყველაფერი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ მთავარი ვერ იქნება.
მთავარი ისაა, რომ თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ საქართველოს, როგორც სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ახლა ვკარგავთ. სიტყვასიტყვით. აი ახლა, ივლისიდან ოქტომბრამდე. ქართული სახელმწიფოს გადარჩენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ასე მოხდა. ამ წერტილში მოგიყვანათ უამრავი ლოგიკური თუ შემთხვევითი ფაქტორის ერთობლიობამ. თუ შეძელით მთავარის და არა მთავარის გარჩევა, ისტორია იტყვის, საბედნიერდოდ ასე მოხდაო. თუ ვერ შეძელით, თქვენ იცით, ისტორია რასაც იტყვის. გთხოვთ, შეძელით.”
კომენტარები