ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ პატრიარქის შვილთაშვილი, ილია ოხანაშვილი, რომელიც რუსთაველზე, აქციაზე იყო, ნაცემია და ჯერ ისევ დაკავებული.
ცნობისთვის, ილია ოხანაშვილის დაკავებაზე ინფორმაცია ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ გაავრცელა:
“ჩემი შვილების ახლო მეგობარს, ილია ოხანაშვილს ეძებდნენ რამდენიმე საათი. როგორც გავარკვიეთ დაკავებულია. სხვათა შორის, მეუფე დიმიტრის შვილიშვილი და პატრიარქის შვილთაშვილია”
საპატრიარქოს ამ თემაზე განცხადება არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, მეუფე დიმიტრი პარლამენტის პირველ, არაკოსნტიტუციურ შეკრებას მეუფე დიმიტრი არ დაესწრო.
კომენტარები