საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
რამდენიმე წუთის წინ მან ერგნეთში ე.წ. საზღვარი გადმოკვეთა. მას ადგილზე დახვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ერგნეთში იყმოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
„კარგად ვარ არ ველოდებოდი ნამდვილად, რომ ასე მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდით დგომით ყველაფერი კარგად დამთავრდა. მივესალმები აქედან [ოჯახს]. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ და მოდი, ხვალ, ზეგ, მაზეგ [გაგესაუბრებით]. არსად წასვლას აღარ ვაპირებ, არც აქ წამოვედი ჩემი ნებით, მაგრამ…“ – განაცხადა გახელაძემ.
კომენტარები