ემზარ კვიციანმა, წულუკიანის კომისიაზე, კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.
„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და, მოკლედ, კურთხევა მომცა, სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-მეთქი, რაც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემათ ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.
პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი: „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვასიტყვით. მას ბევრად დიდი ინფორმაციები ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოსდაბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავსვამდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რაც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმაო. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ“
კომენტარები