პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“პატრიარქო, ძალიან მინდა, მაგალითი მომცე… დარწმუნებული ვარ, ეს ჩემს მსგავსად ასობით ათას ქრისტიანს უნდა, ჩვენს თანამემამულეებს… წერთ “მთელ საქართველოშიო”, საქართველო რომ “მთელი” იყოს, ამისთვის ჩემი სურვილი, თხოვნა თუ მოთხოვნა შეისმინეთ… უნდა შეისმინოთ და აუცილებლად უნდა იმოქმედოთ…
გაგვახარეთ ერის დიდი ნაწილი, ერთი ან ორი ადამიანი კი არა, ასობით ათასი გაგავხარეთ, ჩაერთეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანის საქმეში…
გახსოვთ პატრიარქო, ხშირად ხვდებოდით ამავე პრეზიდენტს, როცა ქვეყნის პირველი პირი იყო, ამბობდით კიდეც – დავლოცეო… ისევ ისაა, უბრალოდ ამჯერად ბიუროკრატიული ჩინის გარეშე…
გახსოვთ პატრიარქო პრეზიდენტის დედა რომ არ მიიღეთ? მასაც გაუხარდებოდა, იქნებ “მთელი საქართველოს” ხელაზე ან უფრო დიდზე გახარებოდა… სასოწარკვეთილი თქვენთან მოვიდა, მაგრამ თქვენამდე ვერ მოაღწია, არ მიუშვით…
ხვდებით ჰუმურობისგან, ქრისტიანული ღირებულებებისგან დაცლილი ერი რამდენად მძიმე მდგომარეობაშია? როგორი საზარელი კურთხევის მიცემა გიწევთ… ადამიანებმა რომ ერთმანეთი უნდა გავახაროთ, რომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, სიტყვა რომ უნდა შევაწიოთ, მომაკვდავს რომ განსაკუთრებულად უნდა მივხედოთ, უძლური რომ ძალმომრეობისგან უნდა დავიცვათ, თუნდაც შეცდომები რომ უნდა მივუტევოთ, ეს ყოველივე ხომ ქრისტიანობის მონაპოვარი და ნაადერძალი მცნებებია?! ელემენტარულია, რაც თითოეულ ადამიანს გვევალება, თქვენ კი ამ ელემენტარულზე საგანგებო განცხადების კეთება მოგიწიათ… მე ეს სახლში 35 წლის წინ მასწავლეს, კურთხევის გარეშე… ალბათ, უამრავს ასწავლეს კიდეც…
ჰოდა მოგვეცით ათასობით ათას ადამიანს მაგალითი – გამბედაობის, სხვების გახარებაზე ზრუნვის, დაუძლურებულის მიხედვით, სწორი სიტყვის, ჰუმანურობის, სიყვარულის მაგალითი მოგვეცით პატრიარქო… გაგვახარეთ და გაიხარეთ… ჩვენც ვართ “მთელი საქართველო”, მომაკვდავი პრეზიდენტის დედაც მთელი საქართველო იყო იმ დღეს თქვენს კარს მომდგარი… იმ კაცსაც თავად უწოდებდით მთელი საქართველოს მეთაურს, აქებდით და ლოცავდით… დაეხმარეთ მას და გაახარეთ საქართველო, მაგალითი მოგვეცით… მერე? თქვენი ქმედების მერე ჩვენ დაგვავალეთ და გავახაროთ ერთმანეთი… ვფიქრობ, ასე უფრო სწორი იქნება.”
კომენტარები