პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ ესწრება. ამ ფაქტმა საზოგადოების ერთი ნაწილი მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობაზე დააეჭვა.
„პატრიარქი ჩვეულ მდგომარეობაშია, როგორც მანამდე იყო, ისე… გუშინაც ვნახე ლოცვაზე“ – აცხადებს პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა „პრაიმტაიმთან“.
საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე კი ილია მეორის დაუსწრებლობას პრეზიდენტის ანგარიშზე დიდი მარხვის პირველი კვირით ხსნის:
„დაიწყო მარხვის პირველი კვირა, სულ მსახურებებია, ლოცვებია, შესაბამისად მოარიდეს და ამიტომ არ იმყოფება პატრიარქი პარლამენტში. ჯანმრთელობის მხრივ ის ჩვეულ მდგომარეობაშია“, – ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
კომენტარები