პატრიარქი სვეტიცხოვლობის ლიტურგიას არ დასწრებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, პატრიარქს “ბოლო პერიოდში ფიზიკურად უჭირს” , რის გამოც წირვას ვერ ესწრება.
“პატრიარქი გამოირჩეოდა იმით, რომ არცერთ დღესასწაულს არ და წირვა-ლოცვას არ ტოვებდა. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ფიზიკურად უჭირს, დიდი დატვირთვაა წირვა”, – ამბობს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
კომენტარები