ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ პატრიარქმა დღევანდელ სინოდის სხდომაზე ძალაუფლების გადაბარება მოინდომა, რაზეც სინოდის წევრები ვერ დაითანხმა.
გარდა ამისა, პეტრე ცაავა არ გამორიცხავს იმასაც, რომ საქმეში ძალოვანი სისტემებიც იყოს ჩართული.
„ვფიქრობ, რომ მას ჰქონდა თავისი სტრატეგია, რაზეც სინოდის წევრები ვერ დაითანხმა, იმიტომ, რომ საკითხი ეხება მემკვიდრეობას და ეკლესიის მართვა- გამგეობის მიხედვით ძალაუფლების გადაცემას მაგრამ, პატრიარქს უნდა, რომ როგორც მეფეს დაასახელოს მემკვიდრე და არა მართლა გამგეობის მიხედვით მართოს ეკლესია, ამიტომ ვერ შეთანხმდნენ. მას ახასიათებს, როდესაც წინააღმდეგობა შეხვდება მოიკატუნებს თავს და მე მიმაჩნია და არ გამოვრიცხავ, რომ მღვდელმთავრებზე ინდივიდუალურად უკვე სხვა ბინძური მეთოდებით ძალოვანი სისტემები იყოს ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ჩრდილოეთით. მაქვს ეჭვი, რომ დღეს პატრიარქმა მოინდომა ძალაუფლების გადაბარება” – ამბობს პეტრე ცაავა, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი
კომენტარები