საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 11 წლის მოზარდის, ავთო აბჟანდაძის ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, წესის აგება მოხდება. – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:
„პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო. დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მოზარდის ტრაგიკულმა აღსასრულმა და მისი წესის აგების საკითხმა. ძალიან ბევრი სპეკულაციები გაკეთდა დღის განმავლობაში.
საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მისი ასაკიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია დასაშვებად, რომ წესის აგება მოხდეს.
როდესაც ასეთ საორჭოფო ვითარება არის, თუ კი არ დგინდება მიზანმიმართული ხელყოფა საკუთარი ცხოვრებისა, თუ კი ეკლესიას ეძლევა რაიმე სახის საშუალება წესის აგების დაშვებისა, ყოველთვის ამ მხარეს იხრება და ახლაც საპატრიარქოში, ამ გარემოებების შემდეგ, გაკეთდა განცხადება, რომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ წესის აგება მოხდეს.
ლუკა სირაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაშიც, საპატრიარქო არ დალოდებია გამოძიების დასრულებას. ის ვითარებები, რომლებიც იძლეოდა საშუალებას, ამის მიხედვით იმსჯელა საპატრიარქომ და წესის აგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. “
კომენტარები