პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში შეხვედრებს მართავს. ინფორმაცია მითების დეტექტორმა გაავრცელა რომელიც პრორუს გამოცემებს ეყრდნობა. პარტიის წევრები რუსეთის ჯავახკური დიასპორის პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად იმყოფებიან რუსეთში.
რუსეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები და მასალა 4 აპრილს რუსეთის ფედერალურმა საბჭომ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, დავით თარხან-მოურავმა საბჭოს მათი “მოღვაწეობის” შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ.
“ჩვენს ქვეყნებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც რუსეთთან კონტაქტების გაფართოების მომხრეა”.- ამბობს ჯაბანოვი.
მათივე ცნობით, პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია და საქართველოსა და რუსეთს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების მომხრეა.
ინფორმაცია ტაბულას პარტიაში დაუდასტურეს. პატრიოტთა ალიანსში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ვიზიტზე პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ბრიფინზე ისაუბრებს, თუმცა პარტიაში ჩამოსვლის თარიღს არ აზუსტებენ.
ტაბულა.
კომენტარები