მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ გვერდზე Lukrecio Bakanidze, 9 აპრილს თავსგადამხდარ ისტორიას წერს:
“ზედ ჩემი სახლის კარწინ მაჩერებს პატრულა.
– თქვენი პირადობა, თუ შეილება.
– თან რო არ დამაქ, სახში დავტოვე.
– სად ცხოვრობთ?
– აგერ საიდანაც ახლა გამოვედი, აქ ვცხოვრობ.
– მისამართი მითხარით, თუ შეიძლება!
– მთაწმინდის შესახვევი 4.
– კარგი. ახლა, თუ წინააღმდეგი არ ხარ, უნდა შეგამოწმოთ.
– ოკეი, შემამოწმეთ.
და მემილიონედ ვხსნი ორი სული პატრულის წინაშე ჩანთას და ამომაქვს სიგარეტის კოლოფები, ბოთლი ჭაჭა, ორი ახოტნიჩი, შოთი.
– ბოთლში რა გისხია ?
– ჭაჭა.
– იფ კაი ჭაჭას რა ჯობს. – ხელებს იფშვნეტს.
– პლანს სად ინახავ ? – მეკითხება ცალი და მჩხრეკს.
– პლანს აღარ ვეწევი. მარტო დღესასწაულებზე.
– მერე დღეს ცხრა აპრილია ! – იღრიჭება ცალი და ახლა ნასკებს მიჩითავს. მეთქი არ ჩამიდოს ემანდ რამე.
– სუფთაა, – გულდაწყვეტით ამბობს ბოლოს.
– სახელი, გვარი ? – გაახსენდა მეორეს.
– ლუკა ბაქანიძე.
– ნასამართლევი ყოფილხართ ? – თან მობილურს უჩხიკინებს.
– არა.
– ძაან კაი. რას საქმიანობ, ლუკა ?
– ვწერ.
– ვა, მწერალი ხარ ?
– მგონი კი.
აქ ორივე ზადნავს. საბედნიეროდ, არსებობს პროფესიები, რომლის წინაშეც კრძალვა ეუფლება უბირ ადამიანს, და მარტო ამისთვის კი ღირს წერა, ძმებო.
– თავიდანვე გეთქვა. ამდენხანს აღარ გაგაჩერებდით. ჩვენ, ხელოვანი ხალხი გვერდში უნდა ვედგეთ ერთმანეთს, – ამბობს ცალი პატრული და მანქანაში ჯდება.
– ეგეც წერს – ჩურჩულით მიხსნის მეორე ცალი პატრული.
და უცებ გაანათა ტვინმა. თვალწინ დამიდგა გადაჭედილი მეტრო, მერე ავტობუსი, მერე სამარშუტო, და უფრო მაგრად გაანათა ტვინმა, პატრულის მანქანაში თავს ვყოფ და ვეკითხები:
– ვარკეთილში ხომ ვერ გამიყვანთ ? მწერლები გვერდში უნდა ვედგეთ ერთმანეთს !
პატრულებმა ერთურთს გადახედეს და მწერალი პატრული ამბობს – ეს უბანი გვაბარია, მაგრამ კაი, წამო.
რა მაგრა ასწორებს ღმერთებო. რა მაგრა ასწორებს და რა მაგრა ასწორებს მწერლობა ხანდახან, ამის დედაც.”
კომენტარები